ილონ მასკი - იქიდან, რასაც USAID-ი აკეთებდა, ბევრი რამ არჩევნებზე გავლენას ახდენდა იმგვარად, რაც, ჩემი აზრით, იყო საეჭვო
ილონ მასკი - იქიდან, რასაც USAID-ი აკეთებდა, ბევრი რამ არჩევნებზე გავლენას ახდენდა იმგვარად, რაც, ჩემი აზრით, იყო საეჭვო

იქიდან, რასაც USAID-ი აკეთებდა, ბევრი რამ არჩევნებზე გავლენას ახდენდა იმგვარად, რაც, ჩემი აზრით, იყო საეჭვო, – ამის შესახებ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილონ მასკის განცხადებით, USAID-ის გარკვეული პროგრამები იყო ღირებული, რომელთა გაგრძელების გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციამ მიიღო.

„ეს არის ის, რაზეც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო დეპარტამენტთან და სახელმწიფო მდივანთან, რუბიოსთან. მაგალითად, ჩვენ განვაახლეთ დაფინანსება „ებოლას“ და აივინფექციის პრევენციისთვის. სწრაფად მივიწევთ წინ. ასე რომ, ჩვენ შეცდომებს დავუშვებთ, თუმცა ამ შეცდომებს ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ. ვფიქრობ, არის გარკვეული ღირებული რაღაცები, თუმცა ზოგადად თუ ვიტყვით, როგორია ჩადებული სახსრების შედეგი, მე ვიტყოდი, რომ არ არის ძალიან კარგი. იქიდან, რასაც USAID-ი აკეთებდა, ბევრი რამ არჩევნებზე გავლენას ახდენდა იმგვარად, რაც, ჩემი აზრით, იყო საეჭვო“, – განაცხადა მასკმა.