ილონ მასკი ეხმაურება ინფორმაციას, რომ USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ - მტკიცებულებების განადგურება დანაშაულია
ილონ მასკი ეხმაურება ინფორმაციას, რომ USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ - მტკიცებულებების განადგურება დანაშაულია

მტკიცებულებების განადგურება დანაშაულია, – ასე ეხმაურება აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ.

გავრცელებული ცნობით, სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა.

ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს „დოკუმენტების გასანადგურებლად“ სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს.