ილონ მასკი ახალი პარტიის შესახებ გამოკითხვას ატარებს – „დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული სისტემისგან“

20:38, 04.07.2025

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, მილიარდერმა ილონ მასკი აშშ-ში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში გამოკითხვას ატარებს.

„დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული (ზოგი იტყვის ერთპარტიული) სისტემისგან! უნდა შევქმნათ თუ არა „ამერიკის პარტია?“, – წერს სოციალურ ქსელში ილონ მასკი.

გამოკითხვაში ამ დროისთვის 346 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მასკის კითხვაზე ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი