ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინა Starlink-ის სატელიტური კავშირის საშუალებით ინტერნეტს კვლავ უფასოდ მიიღებს

12:25, 16.10.2022

უკრაინა Starlink-ის სატელიტური კავშირის საშუალებით ინტერნეტს კვლავ უფასოდ მიიღებს. გადაწყვეტილება SpaceX-ის ხელმძღვანელმა,ილონ მასკმა მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს ფულს და სხვა კომპანიები კი მილიარდობით დოლარს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას“, – წერს ილონ მასკი „ტვიტერში“.

მანამდე, ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობას განუცხადა, რომ უკრაინისთვის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას აღარ აპირებდა და პენტაგონს დაფინანსების სხვა წყარო უზრუნველეყო.

მსგავსი