ილინოისის ცენტრალურ ნაწილში მტვრის ქარიშხლის გამო ათობით ავტომობილი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები, – ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ილინოისის შტატის პოლიციის კაპიტნის, რაიან სტერიკის ცნობით, ავტოკატასტროფაში 40-დან 60-მდე მანქანა მოჰყვა, 30-ზე მეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ავარიის შედეგად ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა სანგამონისა და მონტგომერის ოლქების დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. მტვრის ქარიშხლის გამო აღნიშნულ რაიონში ხილვადობა შემცირებული იყო.
ადგილობრივი ხელისუფლება რესპირატორული პრობლემების მქონე მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.