ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებს აპროტესტებენ
ილიაუნის სტუდენტები უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმებს აპროტესტებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი იმ რეფორმის გადახედვას ითხოვენ, რომლითაც ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შეუერთდა და დამოუკიდებელი ერთეულის სტატუსი დაკარგა. რეფორმის შედეგად ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი ქადაგიძე, რომლის თანამდებობაზე დაბრუნებაც ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ამასთან, დღევანდელ აქციაზე სტუდენტებმა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების შემადგენლობის გაუქმება და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს.

შიდა რეორგანიზაციას მხარს არ უჭერს ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილიც, რომლებმაც ბიზნესის სკოლისთვის სტატუ-კვოს დაბრუნებისა და პროცესში ყველა პირის ჩართულობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ხელმოწერები გროვდება სტუდენტებშიც, რომლითაც ისინი განათლების სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს საუნივერსიტეტო ფინანსებითა და ახალი რეფორმის ეფექტურობით დაინტერესებას მოუწოდებენ.