ილიასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს [ფოტო]
ილიასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს [ფოტო]

ილიასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს. შენობა ვაკის პარკის წინ, ქაქუცა ჩოლოყაშვილოს ქუჩაზე მდებარეობს.

საგანმანათლებლო კორპუსი უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ არის ელექტრონული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო და სამუშაო ოთახები.

შენობა მეოთხე სართულსა და 4 600 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ის პირველ სტუდენტებს სექტემბრიდან მიიღებს.

პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტისა და ილიას უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„ეს თანამედროვე შენობა მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ეს შესაძლებელი გახდა ამერიკის მთავრობს ათასწლეული გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი დოლარის კომპაქტის მეშვეობით და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“, – განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.

როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა, ახალი შენობა იქნება ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში სტემის მიმართულებისა.

„დარწმუნებული ვართ, ეს შეუწყობს ხელს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა გიგა ზედანიამ.