ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა
ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის ძირითადი 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ქართველმა კალათბურთელებმა ბერძენი სპეციალისტის ხელმძღვანელობით დღეს “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშეს.

20 ნოემბერს ეროვნულ გუნდს პირველი ლეგიონერი, სერბული “მეგა ბიმაქსის” ცენტრი გოგა ბითაძე შეურთდა. მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი კი გუნდს გერმანიაში დაემატებიან. საქართველოს ნაკრები ქალაქ ჰემნიცში ხვალ გამთენიისას გაემგზავრება. 24 ნოემბერს ზუროსის გუნდი გერმნიას შეხვდება. 27 ნოემბერს კი სერბეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების 12 კაციან შემაგდენლობას.

მანუჩარ მარკოიშვილი – “რეჯიო ემილია”, “სერია ა”, იტალია
მაიკლ დიქსონი – “სტრასბური”, საფრანგეთი
გოგა ბითაძე – “მეგა ბიმაქსი”, სერბეთი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი – თავისუფალი აგენტი
მერაბ ბოქოლიშვილი – “ოლიმპი”
ლევან ფაცაცია – “დინამო”
აკაკი დვალიშვილი – “ქუთაისი”
რევაზ როგავა – “ოლიმპი”
მიხეილ ბერიშვილი – “დინამო”
ანატოლი ბოისა – “კაკტუსი”
ბექა ბექაური – “ქუთაისი”
ნიკა დარბაიძე – “ოლიმპი”