ილიას ზუროსი - თორნიკე შენგელიას ჩამოსვლამ გუნდზე ფსიქოლოგიურად დიდი გავლენა მოახდინა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რეიკიავიკში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ისლანდიის ნაკრები 88:85 დაამარცხა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თამაში შეაფასა:
„მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც რთულ მდგომარეობაში მოახერხეს გამარჯვება. ზოგს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მატჩისთვის მოსამზადებლად კი ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ტრავმის გამო თორნიკე შენგელიასაც დიდი დრო გაუცდა. მან ორი დღის წინ „ვირტუსში“ ითამაშა, ახლა კი ენერგიის აღდგენა მოახერხა და 100 პროცენტით დაიხარჯა. ამან გუნდის განწყობაზე დადებითად იმოქმედა.
განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც მატჩის რთულ მომენტში დიდი როლი ითამაშა და მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა.
მადლობა ისლანდიის ნაკრებს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, მას განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს და იოლი არ იყო მათი თამაშისთვის ბოლომდე ალღოს აღება. ახლა საქართველოში მივემგზავრებით და 14 თებერვალს იტალიასთან გასამართავ მატჩზე ვფიქრობთ“.