ილიას ზუროსი თბილისშია
ილიას ზუროსი თბილისშია

საქართველოს ეროვნულმა საკალთბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. თბილისში იმყოფება ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი. ბერძენი სპეციალისტი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ზუროსმა ასევე ნაკრების გაფართოებული 24 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს. ევროვნულ ნაკრებში გამოძახებულები არიან ევროლიგაზე მოასპარეზე კლუბების მოთამაშეები, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, თუმცა მათი თამაშის საკითხი მოახლებულ შეხვედრებში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს ღირსებას უკვე 2 წელია იცავს. აღსანიშნავია, რომ ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნულ გუნდში დააბრუნა ნიკოლოზ ცქიტიშვილი. როგორც ცნობილი გახდა, გუნდს ასევე დაეხმარება გიორგი ცინცაძე, რომელიც უკვე დედაქალაქში გუნდთან ერთად იმყოფება. მოგეხსენებათ, ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში.

ილიას ზუროსის ახალი 4 ახალი ასისტენტი ეყოლება. ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს ლიმნიატისი, მილოშ გლიგორიევიჩი, ტიხომირ ბუიანი და ასევე ქართველი მწვრთნელი დავით როგავა და ფიზმომზადების ახალი სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. შეგახსნებეთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 24 ნოემბერს გერმანიასთან გასამართი მატჩით გახსნის. 27 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები სერბეთს შეხვდებიან. წარმოგიდგენთ ეროვნული გუნდის გაფართოებნულ 24 კაციან შემადგენლობას.

1)თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი)
2)გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი)
3)გიორგი ცინცაძე (პოლიტექნიკა, რუმინეთი)
4)მანუჩარ მარკოიშვილი (რეჯიო ემილია, იტალია)
5)დუდა სანაძე (ფლექს პისტოია , იტალია)
6)მაიკლ დიქსონი (სტრასბური, საფრანგეთი)
7)გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი)
8)ილია ლონდარიძე (თბილისის დინამო)
9)მიხეილ ბერიშვილი (თბილისის დინამო)
10)ანატოლი ბოისა (კაკტუსი)
11)ბექა ბექაური (ქუთაისი)
12)ნოდარ გოგოძე (თბილისის დინამო)
13)ნიკა ცქიტიშვილი (თავისუფალი აგენტი)
14)ლევან ფაცაცია (თბილისის დინამო)
15)აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი)
16)ბექა წივწივაძე (ქუთაისი)
17)რევაზ როგავა (ოლიმპი)
18)ნიკა დარბაიძე (ოლიმპი)
19)გეგი ბაქრაძე (ოლიმპი)
20)გიგი გოგობერიშვილი (რუსთავი)
21)ოთარ პერტაია (ეისბარენ ბრემერჰავენი, გერმანია)
22)ნიკა მეცხვარიშვილი (ზაზა ფაჩულიას აკადემია)
23)რატი ანდრონიკაშვილი (ბასკონია, ესპანეთი)
24)მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი)