ილიას ზუროსი - სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ ვუთხრა მადლობა ჩემს ბიჭებს #1TVSPORT
თურქეთთან 88:83 მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჟურნალისტებთან ემოციურად ისაუბრა:
„სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ ვუთხრა მადლობა ჩემს ბიჭებს. ბევრი კალათბურთელი გვაკლდა, მაგრამ ვინც მოედანზე იყო, 50 წუთი იბრძოლა.
მინდა, სიყვარული გამოვხატო ჩვენი გულშემატკივრისადმი. მათ გამარჯვებისკენ დიდი ბიძგი მოგვცეს. ბრძოლის ენერგია შეგვმატეს.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო არ დასრულებულა. ჯგუფიდან რომ გავიდეთ. ერთი მოგება გვინდა პირველ რიგში მონტენეგროსთან. თუმცა, ბულგარეთთან გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან სამი მოგებით გავიდეთ.
გუშინ, ესპანეთთან გაწბილებული ვიყავი, რომ ვერ ვიბრძოლეთ. დღეს ვაჩვენეთ, ვინ ვართ ჩვენ!
მინდა, სანდრო მამუკელაშვილზეც ვთქვა. მისთვის ძალიან რთულია, თავიდან ცენტრად ვათამაშებდით, შემდეგ მძიმე ფორვარდად, ამას მოჰყვა სამი ნომრის პოზიცია. ყველგან ძალიან კარგად თამაშობს. დღეს შერმადინმა და მამუმ ფარქვეშ მაღალი ხარისხის თამაში უჩვენეს“.