ილიას ზუროსი - მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ შესანიშნავად იმუშავეს და დაამტკიცეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით #1TVSPORT
ილიას ზუროსი - მინდა, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ შესანიშნავად იმუშავეს და დაამტკიცეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ვენესუელის ნაკრები დამაჯერებლად, 70:59 დაამარცხა და ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მოთამაშეებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ შემდეგ ჯგუფურ ეტაპზეც გუნდი გამარჯვებებისთვის იბრძოლებს.

„მინდა, მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. ამ დღეების მანძილზე მათ შესანიშნავად იმუშავეს და ყველას აჩვენეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით. ეს ქართული სულია. მიხარია, რომ ამ წარმატებით მთელმა ქვეყანამ გაიხარა.

მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა იოლი არაა. ასევე, მსურს, მივულოცო სამწვრთნელო სტაფს, ექიმებს, გულშემატკივრებს. აქ ვინცაა, მხრუვალედ გვქომაგობს. ვეცდებით, გამარჯვებებისთვის მომდევნო ჯგუფურ ეტაპზეც ვიბრძოლოთ.

მატჩიდან მატჩამდე ვცდილობთ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ავსტრალიასა და გერმანიას ბრწყინვალე გუნდები ჰყავთ, ისინი NBA-ის დონის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი და მათი თითოეული კალათბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა ბრძოლა და სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს – გერმანიას, ხოლო 3 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.