ილიას ზუროსი - ბრძოლის გარეშე კალათბურთში კი არა, ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევ #1TVSPORT
ილიას ზუროსი - ბრძოლის გარეშე კალათბურთში კი არა, ცხოვრებაშიც ვერაფერს მიაღწევ #1TVSPORT

ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე საინტერესოდ ისაუბრა:

გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდი ჩვენი თამაშის გამო. საბრძოლო სულისკვეთება ნულზე იყო. სავსე ტრიბუნებისა და მთელი საქართველოს წინაშე ცუდად გამოვედით.

არ გვყავდა შენგელია, პირველი მეოთხედის შემდეგ ვერ დაგვეხმარა გოგა ბითაძე, მაგრამ არ იყო ბრძოლა. ჩემმა კალათბურთელმა უნდა გაიაზრონ, რომ ბრძოლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ არათუ კალათბურთში, არამედ ცხოვრებაში.

გოგა ბითაძემ გახურებისას გვითხრა, რომ შეუძლია, მაგრამ ვერ შეძლო. ხვალ ძალიან ძლიერ და ნიჭიერ გუნდს ვხვდებით. თურქეთს მწვრთნელიც ძალიან კარგი ჰყავს. არ ვიცით ითამაშებს თუ არა გოგა.

თორნიკე შენგელია დღეს შემოგვიერთდა. სასიხარულო ინფორმაციაა, რომ მხარზე ოპერაცია არ სჭირდება და მთელი სეზონის გამოტოვება არ მოუწევს. მან იცის, როგორ ელაპარაკოს, როგორ განაწყოს კალათბურთელები. თუმცა ის მხოლოდ გასახდელში გვეხმარება, მოედანზე ვერ გამოდის“.

დუდა სანაძე:

„იმედგაცრუებულები ცართ, დავეთანხმები მწვრთნელს, არ იყო ბრძოლა. თუმცა უნდა შევინარჩუნოთ პოზიტივი, რადგან წინ კიდევ სამი მატჩი გვაქვს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და ბრძოლა“.