ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სტუდენტები ასევე, მოითხოვენ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიორგი პაპავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე გათავისუფლდა სამსახურიდან, დაუბრუნდეს თანამდებობას.

სტუდენტები ასევე ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის ტექნოლოგიების განვითარების ფაკულტეტს შეუერთდა.

სტუდენტები ადმინისტრაციას 24-საათიან ვადას აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები შესრულდეს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლო გეგმებს დასახავენ.