ილიაობის დღესასწაულზე, ინტეგრირებულმა „აზდაკის ბაღის”თეატრმა „კაცია ადამიანი?!“ წარმოადგინა
ილიაობის დღესასწაულზე, ინტეგრირებულმა „აზდაკის ბაღის”თეატრმა „კაცია ადამიანი?!“ წარმოადგინა

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ილიაობის დღესასწაულზე გურიის რეგიონის ანსამბლების შემდეგ სცენაზე ინტეგრირებული „აზდაკის ბაღის”თეატრი გამოვიდა.

დასმა ღია ცის ქვეშ, მუზეუმის ეზოში ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“ წარმოადგინა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბაჩო გაბრუაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ილიაობის დღესასწაულზე საგურამოში სპექტაკლის წარმოდგენის იდეა მისი თეატრის ერთ-ერთ მსახიობს გაუჩნდა და მუზეუმის დირექტორთან მოლაპარაკებების შემდეგ,  „აზდაკის ბაღის“ თეატრმა საგურამოში  წარმოდგენა პირველად გამართა.