ილია წულაია - საგადასახადო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები ახალი ჟანგბადია მცირე ბიზნესისთვის
ილია წულაია - საგადასახადო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები ახალი ჟანგბადია მცირე ბიზნესისთვის

უმრავლესობის დეპუტატის, ილია წულაიას შეფასებით, საგადასახადო რეფორმით მთავრობა ახალ, უფრო საყოველთაო ეკონომიკას უხსნის კარს. მისი თქმით, წარმატებული მცირე ბიზნესი მდგრადი ეკონომიკის წინაპირობაა.

“ფინანსთა მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ კარი გაუხსნა ახალ, უფრო საყოველთაო ეკონომიკას. გადასახადის შემცირება 1%-მდე, ბრუნვის ზღვარის 500 000 ლარამდე გაზრდა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება ახალი ჟანგბადია მცირე ბიზნესისთვის. ბევრი წარმატებული მცირე ბიზნესი, არის მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

წულაიას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების საზოგადოებისთვის კარგად ახსნა მცირე ბიზნესის წილს ხელშესახებად გაზრდის.

ილია წულაიას შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებების მიზანია მეტი მოქალაქე ჩაერთოს ბიზნესის კეთებაში და მეტი ოჯახი გაძლიერდეს ეკონომიკურად.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  საგადასახადო სისტემაში დაგეგმილი ინიციატივები დღეს  მცირე მეწარმეებთან შეხვედრაზე განიხილა.