ილია თოფურია - მადლობა საქართველოს, რუსთავის მერიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც 07:00 საათზე ადგა, რათა მხარი დაეჭირა ჩემთვის
ილია თოფურია - მადლობა საქართველოს, რუსთავის მერიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც 07:00 საათზე ადგა, რათა მხარი დაეჭირა ჩემთვის

მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც 07:00 საათზე ადგა, რათა მხარი დაეჭირა ჩემთვის. მადლობა ყველას, – ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა.

თოფურია რუსთავში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფება, სადაც მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

„მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც დრო დამითმო იმისთვის, რომ დღეს აქ მოსულიყო ჩემ სანახავად, მხარის დასაჭერად. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფოს, რუსთავის მერიას, რომ ყოველთვის ინვესტიციას აკეთებენ ჯანსაღ ცხოვრებაში, მომავალი თაობის განვითარებაში. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც 07:00 საათზე ადგა, რათა მხარი დაეჭირა, ექომაგა ჩემთვის. მადლობა ყველას“, – განაცხადა თოფურიამ.