ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. კონტინენტის პირველობაზე რამდენიმე წუთში ასევე ფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი. ტურნირზე ცოტა ხნით ადრე ოქროს მედლისთვის იბრძოდა ლაშა ბექაური, მაგრამ მან სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში იპონით წააგო და ისიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ქართველი, ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.