ძიუდო | საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. დღეს ტურნირზე გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ხორვატიას 4:1 სძლია და ფინალში გავიდა.

ჩვენი გუნდის რიგებიდან გამარჯვებები გურამ თუშიშვილმა (+100კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ) მოიპოვეს. ქართველები ფინალში საფრანგეთის ან გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. 2023 წელს მონპელიეში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

კონტინენტის პირველობაზე გუნდური ასპარეზობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.