ილია ნაკაშიძე - მიმზიდველია, რომ ნეიტრალური საპრეზიდენტო კანდიდატი ავირჩიოთ, თუმცა უფრო მეტად მხარს დავუჭერდი „ქართული ოცნების“ კანდიდატს
ილია ნაკაშიძე - მიმზიდველია, რომ ნეიტრალური საპრეზიდენტო კანდიდატი ავირჩიოთ, თუმცა უფრო მეტად მხარს დავუჭერდი „ქართული ოცნების“ კანდიდატს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით უნდა წარსდგეს.

როგორც პირველ არხს ნაკაშიძემ განუცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატზეც გაიმართება.

„არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნების თემა სერიოზული კამათის შედეგად გადაწყდეს, რადგან იცით, რომ შეიძლება, პარტიულ კანდიდატზე უარი ვთქვათ და უპარტიო ავირჩიოთ. არსებულ ვითარებაში მიმზიდველია, რომ ნეიტრალური კანდიდატი ავირჩიოთ, თუმცა მხარს უფრო ჩვენს კანდიდატურას დავუჭერდი. ვნახოთ, ამ საკითხს გუნდი ერთად გადაწყვეტს“, – განაცხადა ნაკაშიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის ჩართვის ფორმაზე გაიმართება. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.