ილია ნაკაშიძე - ჯამბულ თავართქილაძის დაკავება სამწუხაროა, თუმცა იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ
ილია ნაკაშიძე - ჯამბულ თავართქილაძის დაკავება სამწუხაროა, თუმცა იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ

ჯამბულ თავართქილაძის დაკავება სამწუხაროა, თუმცა იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ხელვაჩაურის მაჟორიტარი ილია ნაკაშიძე ხელვაჩაურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ჯამბულ თავართქილაძის დაკავების ფაქტს.

ნაკაშიძის თქმით, ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ანალოგიურ შემთხვევებს ექნება მკაცრი რეაგირება და კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი.

„ჯამბულ თავართქილაძე არის მაჟორიტარი ახალსოფლიდან და ვიცნობდი, როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერ, წესიერ ადამიანს. ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ. არ მინდა პრეზუმფცია დავარღვიო, დაველოდოთ გამოძიების პირველ მონაცემებს და შემდეგ ვისაუბროთ. ჩვენ საკმაოდ პრინციპულები ვართ, თუ იქნება ასეთი ფაქტები, იქნება იგივე რეაქცია, კორუფცია სახელმწიფოსთვის არის დამანგრეველი“, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.