ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში. ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.