ილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება
ილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება.

როგორც პირველ არხს საპატრიარქოდან განუცხადეს, რიგით 52-ე საყოველთაო ნათლობა 21 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

კვირას, ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

20:00 საათისთვის კი ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 33 934 ნათლული ყავს, ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პირველად პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, რომლის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.