ილია მეორის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდა
ილია მეორის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდა

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდა.

მონათლულებს ჯვრები და ნათლობის მოწმობები გადაეცემათ. ამ წუთებში ილია მეორე საკუთარ ნათულელებს ლოცავს.

დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 35 538 ნათლული ჰყავს, რომლებიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

დატოვე კომენტარი