ილია მეორის კურთხევით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან

12:30, 07.08.2023

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.

„რაჭაში, შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

 

მსგავსი