ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა
ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა.

როგორც პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, საბჭოს აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე; პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი; საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღამაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.