ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს [ვიდეო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას თავად ილია მეორე საქართველოს საპატრიაქრო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიო მუჯირთან და მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

წირვას ესწრება თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.