ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა
ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

სწორედ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.