ილია მეორემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დალოცა
ილია მეორემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, ქართული ჯარი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.