ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ა.წ. პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

საპატრიარქოს ცნობით, გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ასევე სოფლის მეორნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მერიის, კერძო სექტორის, სამედიცინო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და მრევლმა.

ღონისძიების ფარგლებში 700-ზე მეტი მცენარე დაირგო. აღნიშნული პროექტი ხორციელდება UNESCO-ს ნებართვით. მხარდამჭერები არიან შპს „საქართველოს ნერგები“, სს „სილქნეტი“ და შპს „მწვანე სახლი“.