ილია მეორემ საპატრიარქოში სუს-ის ხელმძღვანელი და შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღო, პატრიარქმა მამუკა მდინარაძეს და გეკა გელაძეს საქმიანობაში წარმატება უსურვა

16:16, 06.09.2025

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.

ილია მეორემ მამუკა მდინარაძისა და გეკა გელაძის ოჯახები დალოცა.

პატრიარქმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მსგავსი