ილია მეორემ როს უილსონი და მისი მეუღლე მიიღო
ილია მეორემ როს უილსონი და მისი მეუღლე მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი და მისი მეუღლე მარგო სქუაერი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მან მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ-ი აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ როს უილსონსა და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.