ილია მეორე - უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ
ილია მეორე - უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ

უფალმა აცხოვნოს მეუფე კალისტრატეს სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორის თქმით, მიტროპოლიტს დღეს, ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.

„გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, შევთხოვთ უფალს, აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ“,- განაცხადა პატრიარქმა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა.