ილია მეორე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს

07:55, 01.07.2018

დღეს, პირველ ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აბიტურიენტებს დალოცავს.

პატრიარქი აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ დალოცავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე დღეში დაიწყება და ივლისის ბოლომდე გასტანს.

მსგავსი