ილია მეორე, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს
ილია მეორე, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო, დედოფალ ელისაბედ მეორეს სამძიმარს უცხადებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედ მეორეს

თქვენო უდიდებულესობავ,

საქარველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო.

პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი.

თქვენი სამეფო ოჯახისა და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო, ვუერთდებით ჩვენც.

ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია წერილში.

დატოვე კომენტარი