ილია მეორე - ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა
ილია მეორე - ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა

დარწმუნებული ვარ, ადამიანები,  ვინც  მარიხუანაზე გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ არ არიან თანახმა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია. კათოლიკოს-პატრიაქრმა მრევლს ეკლესიასტეს წაკითხვის ლოცვა-კურთხევა მისცა.

„შემთხვევითი არ არის რომ, დღეს წავიკითხეთ სიბრძნე სოლომონისა. ურთულეს დროს ვცხოვრობთ, როცა ადამინმა უნდა გაარჩიოს კეთილი და ბორტი, სად არის შავი და სად არის თეთრი. თუ ადამიანი მორწმუნეა და აქვს შიში ღვთისა, ადვილად გაარჩევს, სად არის კეთილი და ბოროტი. ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში, ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების, მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.  უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ვეღარ იკავებს თავს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომელთაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება,  თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მასზე ზეგავლენა, იძულებული გახდნენ გამოეტნათ ეს დადგენილება“,-განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ლეგალიზაციის პირობებში, ქვეყანაში შესაძლოა, ნარკოტიკების ცენტრი შეიქმნას.

პატრიარქმა მოუწოდა მთავრობას, ინტელიგენციას და ახალგაზრდებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე.  ამიტომ ვთხოვე მუფეს, წაეკითხა ეკლესიასტე და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთი თავი წიკითოთ სიბრძნე სოლომონისა. ღმერთმა დაგლოცოთ“,-განაცხადა პატრიარქმა.