ილია მეორე - მამუკა ბახტაძესთან შეხვედრები იყო შთამბეჭდავი და იმედის მომცემი, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებს
ილია მეორე  - მამუკა ბახტაძესთან შეხვედრები იყო შთამბეჭდავი და იმედის მომცემი, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მამუკა ბახტაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის დიდი პატივიც და პასუხისმგებლობაც. თქვენთან შეხვედრები იყო ჩვენთვის შთამბეჭდავი და იმედის მომცემი, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებთ.

ღმერთი შეგეწიოთ და მოგცეთ ძალა, საქართველოს სამსახურად და თქვენს გზაზე დაუბრკოლებელი სვლისა. უფალმა დაგლოცოთ”, – აღნიშნულია ილია მეორის მილოცვაში.