ილია მეორე - კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის
ილია მეორე - კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის

კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა. შესთხოვეთ რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ, ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია, ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს. აი, თქვენ ახლა იგალობეთ – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო. კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლწამინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ გელა ჩადუნაშვილს მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს.

ვისაც გაქვთ დრო და საშუალება, დღეს წავიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი – „გიხაროდენ, სძალო უსძლოო“. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით, ჩვენთან არს ღმედრთი“, – განაცხადა ილია მეორემ.