ილია მეორე ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში
ილია მეორე ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

პატრიარქის მისალოცი წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გულითადად გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც ადასტურებს იმ დიდ ნდობას, რომელსაც თქვენი ქვეყნის მოსახლეობა გიცხადებთ და ეს სავსებით კანონზომიერია. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გამყარდება პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წარმატებას თქვენს საქმიანობაში აზერბაიჯანის სასიკეთოდ“, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მისალოც წერილში.