ილია მეორე – გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ფარავდეს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს

17:18, 12.06.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მადლი წმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით.

გარდა ამისა, ილია მეორემ ბადუაშვილების გვარი დალოცა.

მსგავსი