ილია მეორე - გილოცავთ ისტორიულ დღეს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება
ილია მეორე - გილოცავთ ისტორიულ დღეს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა. უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„გილოცავთ ისტორიულ დღეს, ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს ძლიერ მომავალს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.