ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს ჩვენს შორის
ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს ჩვენს შორის

ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს ჩვენს შორის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

სიონის ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება.

„დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი მფარველის, ჩვენი პატრონის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ყოვალდწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი.

ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს ჩვენს შორის.

ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.