ილია მეორე - ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს
ილია მეორე - ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს

ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სულიწმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით. დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი“,- აღნიშნა ქადაგებისას ილია მეორემ.