ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს
ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს.

„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს.

დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი.

თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში.

ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს.

შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს“, – აღნიშნავს ილია მეორე.

დატოვე კომენტარი