ილია მეორე - ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს, ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა
ილია მეორე - ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს, ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს. ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო -კარს, აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული, ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თვენი სახლი, თქვენი კარმიდამო“,- განაცხადა ილია მეორემ.

დატოვე კომენტარი