ილია მეორე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის
ილია მეორე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის

რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის დახმარება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ საგრსიანთან შეხვედრისას განაცხადა.

პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საუკეთესო სურვილები გადასცა სომხეთის უწმინდეს კათალიკოსს, გარეგინ მეორეს.

„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დავძლევთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს.

ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. გუშინ აღვნიშნეთ პატრიარქობის იუბილე. ეს იყო ძალინ რთული 40 წელი. ეს ჩვენ გვაგონებს მოსესა და ებრაელი ხალხის 40-წლიან მოგზაურობას უდაბნოში. მინდა, მივესალმო მთელ დელეგაციას და მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა იყოს ნორმალური. როცა არსებობს გაუგებრობები, მაშინ ჩნდება პრობლემებიც. მინდა გთხოვოთ, ჩემი საუკეთესო სურვილები გადასცეთ უწმინდეს კათოლიკოს გარეგინ მეორეს“, – განაცხადა ილია მეორემ სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას.