ილია მეორე - ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ელდარ შენგელაიას გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს, თქვენი განსხვავებული ხედვა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს
ილია მეორე - ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ელდარ შენგელაიას გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს, თქვენი განსხვავებული ხედვა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.

„ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ბატონ ელდარ შენგელაიას გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს. თქვენ, ღვთის ნებით, მოგეცათ შესაძლებლობა, თქვენი საქმიანობით, თქვენი შემოქმედებით გემსახურათ ხალხისთვის და ყოფილიყავით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი.

თქვენი განსხვავებული ხედვა და მარადიული თემების ახლებურად წარმოჩენა უკვდავებასთან წილნაყარს ხდის თქვენს შემოქმედებას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს.

ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავაც დიდხანს გამსახუროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.