ილია მეორე -  ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან, ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა
ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან, ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა

სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულისა და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.

წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ. სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.