ილია მეორე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ილია მეორე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ხელისუფალთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნამდვილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა.

ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო“,- აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.