ილია მეორე - აბო თბილელი არის თბილისის პატრონი და საქართველოს მფარველი
ილია მეორე - აბო თბილელი არის თბილისის პატრონი და საქართველოს მფარველი

მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე სამების საკათედრო ტაძარიდან მიულოცა.

„ყველას გილოცავთ აბო თბილელის დღესასწაულს. წმინდა დიდი მოწამე არის თბილისის პატრონი მფარველი და საქართველოს მფარველი. მისი ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“,- აღნიშნა პატრიარქმა.

წმინდანის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები სამების საკათედრო ტაძარში მეუფე ნიკოლოზმა გაიხსენა.

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებით თბილისისთვის, რადგან დღეს აბო თბილელს მოიხსენებს მართლმადიდებელი ეკლესია. აბო თბილელი ჩვენი ქალაქის მფარველი წმინდანია.

ის მერვე საუკუნეში მოღვაწეობდა და სპარსეთიდან თბილისში ნერსე ერისთავს ჩამოჰყვა. როდესაც ის პირველად ჩამოვიდა თბილისში, აღფრთოვანდა ჩვენი ხალხით და მათი რწმენით. აბომ თავადაც მიიღო მართლმადიდებლობა და სამაგალითოდ ემსახურა ქრისტეს”,- განაცხადა მეუფე ნიკოლიზმა.